მიჩელი „ხეტაფეში“ ბრუნდება

0
9

საფეხბურთო კლუბ „ხეტაფეს“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია.

გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, მომავალ სეზონში მადრიდელებს „რეალისა“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველი მიჩელი გაწვრთნის. ის „ხეტაფეს“ 2009-2011 წლებშიც ავარჯიშებდა.

მიჩელი 2019-2020 წლების სეზონში მექსიკის „პუმასის“ თავკაცი იყო. იგი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ნახსენები გუნდების გარდა, „რაიო ვალეკანოს“, „სევილიას“, „ოლიმპიაკოსს“, „მარსელსა“ და „მალაგას“ ავარჯიშებდა.

მიჩელლი „ხეტაფეში“ ხოსეპ ბორდალასს შეცვლის, რომელმაც თანამდებობა დღეს დატოვა.

„ხეტაფემ“ 2020-2021 წლების სეზონში 20-გუნდიან ლა ლიგაში მე-15 ადგილი დაიკავა.