კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგაში საუკეთესო ახალგაზრდაა

0
1

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგაში საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა პრიზი, რომელიც გადაეცემა მოთამაშეს, ვინც ტურნირს დაწყებამდე 21 წლის არაა, ზედიზედ მეორე სეზონში მიიღო.

გამარჯვებული რუსეთის პრემიერ ლიგის გუნდების მთავარი მწვრთნელების, რუსეთის ეროვნული ნაკრების თავკაც სტანისლავ ჩერჩესოვის, რუსეთის პრემიერ ლიგის გუნდების კაპიტნებისა და ტელეარხ „მატჩ პრემიერის“ კომენტატორების გამოკითხვის შედეგად გმოვლინდა.

განვლილ სეზონში 20 წლის კვარაცხელიამ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი გააკეთა და ამდენივე პენალტი „მოიპოვა“.

ყაზანის „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელი რუსეთის პრემიერ ლიგის საუკთესო ახალგაზრდად 2019-2020 წლების სეზონშიც აღიარეს.