დიდი 10 | დიდი ფინალის ბილეთები

0
3

30 წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი ქუთაისში გამოვლინდება. 5 ივნისს, 17 საათზე “აია არენაზე” დიდი 10-ის დიდი ფინალი იმართება

ბილეთები

დიდი ფინალის ბილეთების შეძენა ტრადიციულად ონლაინ და სტადიონის სალაროებში იქნება შესაძლებელი.

ონლაინ:  www.tkt.ge/rugby

აია არენას სალაროში: 1 ივნისიდან ყოველდღე (11:00-19:00 სთ)

ბილეთის ფასი – 5 ლარი.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, სტადიონზე გულშემატკივრის მხოლოდ 30% დაიშვება!

გზა დიდ ფინალამდე

22 მაისს პლეიოფების პირველი ტური, მეოთხედფინალები გაიმართა, რომელშიც აკადემიამ ლოკომოტივს, ხოლო ყოჩებმა იუნკერებს სძლიეს.

ნახევარფინალები 29 მაისს გაიმართება – 14 საათზე ბათუმი შინ აკადემიას უმასპინძლებს, ხოლო 17 საათზე ქუთაისის აია ყოჩებს მიიღებენ.

შეგახსენებთ, ორმა მოწინავემ ‘აიამ’ და ‘ბათუმმა’ ფლეი ოფების პირველ ტურშ დაისვენეს და პირდაპირ ნახევარფინალებიდან ერთვებიან.

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე ამბობს, რომ ქუთაისელებმა გადამწყვეტი მატჩისმასპინძლობის უფლება ყოველმხრივ დაიმსახურეს:

„გამგეობის გადაწყვეტილებით, ფინალური მატჩი იმ გუნდის სტადიონზე ტარდება, რომელიცრეგულარულ პირველობას მოიგებს და ამ შემთხვევაში ეს გუნდი ქუთაისის ‘აიაა’. ესეც რომ არა,ქუთაისს მნიშვნელოვანი სარაგბო დანიშნულება აქვს და მათ დაიმსახურეს ფინალის მასპინძლობა.

ბოლო წლებში იქ არაერთი მნიშვნელოვანი თამაში ჩავატარეთ – 20-წლამდელთა მსოფლიოჩემპიონატი, ბორჯღალოსნების შეხვედრები და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ფინალიცეკუთვნოდა, მით უმეტეს, რომ ეს თამაშითაც დაიმსახურეს.

ვულოცავ ქუთაისს ამ გადაწყვეტილებას. ქუთაისელებმა განსაკუთრებული გულშემატკივრობა იციანდა თუ ‘აია’ გავიდა ფინალში, დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული სარაგბო ზეიმი გველოდება.

არაორდინალური იყო წლევანდელი სეზონი. პანდემიამ და გაურკვევლობამ დიდი გავლენა იქონიაგანრიგზე, ცხრილზე, თავად თამაშის ხარისხზე. მიუხედავად ამისა, საკმაოდ საინტერესოჩემპიონატი გამოვიდა და წინ გველის მთავარი – ფლეი ოფები და ფინალი. მაქვს იმედი, რომსაინტერესო და სანახაობრივ თამაშებს ვიხილავთ“.

საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი ნიაზ მამრიკიშვილი ყურადღებას იმ სირთულეებზეამახვილებს, რაც გაურკვევლობამ და პანდემიამ შექმნა. ის იმედოვნებს, რომ კოვიდ-ვირუსი ფლეიოფების მსვლელობაში არ ჩაერევა:

„ჩემი გადასახედიდან, პირველი ექვსი ადგილი სწორედ ისე განაწილდა, როგორი ძალთათანაფარდობაც არსებობდა. ვინ რა დამალა ფლეი ოფისთვის და რა სიახლეებს შემოგვთავაზებენგუნდები ძნელი გამოსაცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ამ ეტაპზე დასამალი აღარავის არაფერი ექნება.

ასეთი რთული ჩემპიონატი პირადად მე არ მახსენდება. ურთულესი სიტუაციიდან გამოვედით და ეს მხოლოდ პანდემიის ბრალი არ არის. მიუხედავად ერთწლიანი გაურკვევლობისა, საშეჯიბროკომიტეტი, განვითარების ჯგუფი და გამგეობის წევრთა ნაწილი სამუშაო რეჟიმში ვიყავით დაოპტიმიზსაც არ ვკარგავდით.

გადაწყვეტილებების მიღება ფაქტობრივად ჩემპიონატისმ სვლელობისას გვიწევდა. ორჯერ მოგვიწია კოვიდ-პროტოკოლის შეცვლა და სრულყოფა. ფაქტია,რომ გამოსავალი ვიპოვეთ და ფლეი ოფების ეტაპამდე მოვედით. იმედია პანდემია ფინალურსტადიას არ ჩაგვიმწარებს“.