შენგელია VTB ლიგის ფინალშია – ქართველის 12 ქულა „ზენიტთან“ მეოთხე მატჩში

0
9

მოსკოვის ცსკა-მ, რომელშიც თორნიკე შენგელია გამოდის, VTB ლიგის 1/2-ფინალის მეოთხე მატჩში შინ სანკტ-პეტერბურგის „ზენიტი“ 85:71 დაამარცხა და სერია 3:1 მოიგო.

„ზენიტთან“ მეოთხე შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 28:35 წუთი გაატარა, მან 12 ქულა, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი  დააგროვა.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა 5-დან 3 ორქულიანი და 3-დან ერთი 3-ქულიანი ჩააგდო. გარდა ამისა, მან 4-დან 3 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.

მოსკოველებში ყველაზე შედეგიანი 20 ქულით დანიელ ჰეკეტი იყო.

ცსკა VTB ლიგის ფინალში ივნისში ყაზანის „უნიქსს“ დაუპირიპირდება. მანამდე, შენგელიას გუნდს 28-30 მაისს გერმანიის ქალაქ კიოლნში გასამართი ევროლიგის ოთხთა ფინალი ელოდება.