მორჩილაძის ახალი კონტარქტი „დინამოსთან“

0
5

თორნიკე მორჩილაძემ თბილისის „დინამოსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.

კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 19 წლის ნახევარმცველმა საქართველოს ყველაზე ტიტულიან კლუბს თავისი მომავალი კიდევ 3 წლით დაუკავშირა.

მორჩილაძე „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში წელს დააწინაურეს.

მან მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

გარდა ამისა, მორჩილაძემ „დინამო 2“-ის რიგებში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე ჩატარებულ 2 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.