ლობჯანიძის მეორე გოლი მიმდინარე სეზონში

0
4

ელგუჯა ლობჯანიძემ მიმდინარე სეზონში ყაზახეთის პრემიერ ლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა.

მე-13 ტურში კოსტანაის „ტობოლი“, სადაც ქართველი თავდამსხმელი გამოდის სტუმრად ყარაგანდის „შახტიორს“ შეხვდა და 3:0 დაამარცხა.

ლობჯანიძემ სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც სტუმრები 2:0 იგებდნენ. მან 90-ე წუთზე საბოლოო წერტილი დასვა.

ლობჯანიძე „ტობოლში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და 10 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.

„ტობოლი“ 28 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.