ჰოლანდი ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

0
4

გულშემატკივრებმა დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი ბუნედლისგის 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

20 წლის ნორვეგიელმა განვლილ სეზონში გერმანიის ჩემპიონატში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.

ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებში ჰოლანდი „ბაიერნის“ პოლონელ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის (41 გოლი) და „აინტრახტის“ პორტუგალიელ ფორვარდ ანდრე სილვას (28 გოლი) ჩამორჩა.

„ბორუსიამ“ ბუნდესლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა „ბაიერნისა“ და „ლაიფციგის“ შემდეგ.