უეფას 2021/2022წწ. ლიცენზირების პროცესი დასრულდა

0
2

უეფას 2020/2021 წლების სეზონის ლიცენზირების პროცესში 2020 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ათმა და ქალთა ლიგის საუკეთესო სამმა კლუბმა მიიღო მონაწილეობა.

წარმოდგენილი დოკუმენტების და ექსპერტების შეფასებების საფუძველზელიცენზირების კომიტეტმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილებებირომლებიც ეცნობა ფეხბურთის კლუბებს და უეფას.

უნდა აღინიშნოსრომ უეფას 2021/2022 წლების საკლუბო ტურნირებზე სპორტული შედეგით გასულმა კლუბებმა წარმატებით დაასრულეს ლიცენზირების პროცესი და სფფის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე დაიშვებიან ევროტურნირებზეეს კლუბებია:

  • დინამო თბილისი
  • დინამო ბათუმი
  • დილა გორი
  • ნიკე თბილისი

სათანადო შეფასებების შედეგადუეფას ასევე წარედგინა დადებითი რეკომენდაციარათა 2020 წლის საქართველოს თასის გამარჯვებული გაგრარომელიც რანგით დაბალ, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობსუეფას საგანგებო რეგულაციების შესაბამისად დაიშვას 2021/2022 წლების ევროტურნირებზე.

ლიცენზიების გაცემის შემდეგ, 2021/2022 წლების სეზონის განმავლობაშიკლუბების მიერ ლიცენზირების მოთხოვნების უწყვეტად შესრულებას მუდმივად გაეწევა მონიტორინგი.