„საბურთალომ“ გასვლაზე „თელავს“ სძლია

0
7

„საბურთალომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორე თამაში მოიგო.

მე-15 ტურში ხვიჩა შუბითიძის გაწვრთნილი გუნდი „თელავს“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის საფეხბურთო აკადემიის მოედანზე დაუპირისპიდა და 3 ქულა აიღო.

შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

58-ე წუთზე, „თელავის“ საჯარიმოს სიახლოვეს მსაჯმა მასპინძელ ფეხბურთელზე წესის დარღვევა დააფიქსირა და მახვილი კუთხიდან „სტანდარტული“ გიორგი ლაცაბიძემ შეასრულა – მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი შეცდომის შემდეგ ბურთი კარში აღმოჩნდა.

ლაცაბიძე „საბურთალოში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და პირველი გოლი გაიტანა.

თამაშის ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე საბურთალოელებმა კონტრშეტევა განახორცილიეს, რომელიც ლევან ნონიკაშვილმა ზუსტი დარტყმით დაასრულა.

„თელავმა“ მიჯრით მე-4 მეოთხე თამაში წააგო. საერთო ჯამში,  კახელებს 14 ტურია არ მოუგიათ.