რუდი გარსიამ „ლიონის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებოდა დატოვა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში „ლიონი“ შინ „ნიცასთან“ 2:3 დამარცხდა, ხოლო „მონაკომ“ სახლში „ლანსს“ (0:0) ვერ მოუგო.
„მონაკომ“ 78 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილი დაიკავა, რის წყალობით ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, ხოლო „ლიონი“ 76 ქულით მე-4 ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა.
„ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ. უბრალოდ კოშმარული სცენარით განვითარდა ყველაფერი. ეს თამაში აქ ჩემთვის ბოლო იყო. მსურდა კლუბი ჩემპიონთა ლიგაში გამეყვანა. თავგადასავალი დასრულდა“ – განაცხადა „ნიცასთან“ თამაშის მერე 57 წლის ფრანგმა სპეციალისტმა.
გარსია „ლიონს“ სათავეში 2019 წლის ოქოტმბერში ჩაუდგა და 2019-2020 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა.
