„მილანი“ 8-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნდა.
იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში მილანელებმა სტუმრად ბერგამოს „ატალანტა“ 2:0 დაამარცხა და საბოლოოდ, 79 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილი დაიკავა.
ამრიგად, 2013 წლის შემდეგ პირველად მილანელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ.
აღსანიშნავია, რომ სტეფანო პიოლის შეგირდებმა 2020-2021 წლების სეზონში სტუმრად 16 მატჩი მოიგეს, რაც მანამდე იტალიის ჩემპიონატში ვერავინ შეძლო.
„მილანი“ ევროპის ტიო-5 ლიგაში მესამე კლუბია, რომელმაც ასეთი შედეგი აჩვენა – სტუმრად 16 მატჩი „რეალმა“ 2011-2012 წლების სეზონში მოიგო, ხოლო „მანჩესტერ სიტიმ“ – 2017-2018 წლების სეზონში.
„იუვენტუსმა“ დასკვნით ტურში სტუმრად „ბოლონიას“ 4:1 აჯობა და გამომდინარე იქიდან, რომ „ნაპოლიმ“ შინ „ვერონას“ (1:1) ვერ მიუგო, ანდრეა პირლოს გუნდი მე-4 ადგილზე გავიდა, რის წყალობით მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონი ნაადრევად მილანის „ინტერი“ გახდა, ხოლო „ატალანტა“ მე-3 ადგილზე გავიდა და ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.