თბილისური დერბი ფრედ დასრულდა, ლანჩხუთი დაუმარცხებელია

0
7

ქალთა ლიგის ექვსი ტურის შემდეგ, „ლანჩხუთი“, მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ გუნდებს, 7 ქულით უსწრებს. ექვსი ტურის შემდეგ, გურულები დაუმარცხებლები არიან და გათამაშებას, დაკარგული ქულების გარეშე ლიდერობენ.

მე-6 ტურის შეხვედრაში, „ლანჩხუთმა“ სახლში, ხობის „კოლხეთი“ მიიღო. ხობელები, რომლებიც მიმდინარე სეზონში, არც თუ ურიგოდ თამაშობენ, პირველი ტაიმის საწყის წუთებში, შეეცადნენ მასპინძლებისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევას და ამას მას შემდეგაც ახერხებდნენ, რაც მე-12 წუთზე, თეონა ბაქრაძემ, „ლანჩხუთი“ დააწინაურა.

თუმცა, 29-ე წუთზე, ქრისტინა ბაკარანძეს გოლის შემდეგ, ხობელებმა უპირატესობა მასპინძლებს დაუთმეს, რომლებმაც ამ ტაიმში კიდევ ორი გოლი გაიტანეს. მეტოქის კარი 38-ე წუთზე თეონა თოდაძემ აიღო, 45-ეზე კი, ხატია ჭყონიამ. შესაბამისად, „ლანჩხუთი“ შესვენებაზე, სოლიდური უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმშიც, კიდევ ერთი ბურთით დაწინაურდა.

ამჯერად, გოლი, სტუმრებმა გაიტანეს საკუთარ კარში. სხვათა შორის, ხობელთაგან ავტოგოლის ავტორმა ამ შეხვედრაში, შეცდომის გამოსწორება მოახერხა და გოლი, გურულებსაც გაუტანა, 87-ე წუთზე. ამ გოლამდე, რამდენიმე წუთით ადრე, კიდევ ერთმა ხობელმა ფეხბურთელმა, ანა წულაიამ აიღო შეცვლაზე შემოსული ლანა მჟავიას კარი. მატჩის საბოლოო ანგარიში კი, 90-ე წუთზე ნინო ჩხარტიშვილმა დააფიქსირა. უხვგოლიანი მატჩი, „ლანჩხუთის“ გამარჯვებით, 6-2 დასრულდა.

ტურის პირველი მატჩი თბილისში, სფფ-ის ვაკის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა. „ნორჩი დინამოსა“ და „ბათუმის“ დაპირისპირებაში, თამაშის ბედი, პირველივე ტაიმში გადაწყდა. თბილისელი ფეხბურთელები, მე-8 წუთზე ნადეჟდა ნაკვეთაურის გოლით დაწინაურდნენ. სწორედ, ამ ფეხბურთელს, ეკუთვნის ამ შეხვედრაში გასული ბოლო გოლიც, საერთოდ კი, ნაკვეთაურმა ბათუმელებთან მატჩში, ჰეთ-ტრიკის შესრულება მოახერხა.

პირველ ტაიმში გაიტანა გოლი ლიკა მანუჩარიშვილმაც (21’) და სტუმართაგან, 33-ე წუთზე ნინი ბერიძემ, რომელსაც აჭარელთაგან, სტაბილურად, თითქმის ყველა თამაშში გააქვს გოლი. ტაიმი, „ნორჩმა დინამომ“ 3-1 მოიგო, მატჩი კი, 4-1.

მიმდინარე სეზონში ვერაფრით ახერხებს თამაშის მოგებას, საქართველოს ორგზის ჩემპიონი ქუთაისის „მართვე“. ქუთათურები, ამჯერად, სახლში, „გორი იუნაიტედთან“ 0-2 დამარცხდნენ. ქუთაისის სარაგბო კომპლექსში გამართულ შეხვედრაში, ქართლელმა ფეხბურთელებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს.

25-ე წუთზე ანგარიში ნინო ჭუჭულაშვილმა გახსნა, მატჩის მიწურულს კი, ეთერ სულაშვილმა მორიგი გოლი მიიწერა მიმდინარე გათამაშებაში. „გორი იუნაიტედმა“ კი, მეორე მატჩი მოიგო და გასვლაზე მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

ტურის ბოლო მატჩი, საკმაოდ საინტერესო და დაძაბული თბილისური დერბი იყო. ვაკის სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში, „კვარტალმა“, „ნიკეს“ უმასპინძლა. ორივე ტაიმში ორ-ორი გოლი გავიდა. თავიდან, სტუმრებმა იყოჩაღეს და 26-ე წუთზე, ანა პოღოსიანისა და 36-ე წუთზე ტატა მატვეევას გოლების წყალობით, შესვენებაზე ორბურთიანი სხვაობით გავიდნენ.

თუმცა, „კვარტალის“ სამწვრთნელო შტაბმა, შესვენებაზე, გუნდის მობილიზება მოახერხა და მეორე ტაიმში, მასპინძლებმა 4-წუთიან მონაკვეთში 2 გოლის გაქვითვა მოახერხეს. 56-ე წუთზე ამალი ხანდაზიანმა, 60-ზე კი, ნათია დანელიამ გაიტანეს გოლები. დარჩენილ დროში, ორივე გუნდს ჰქონდა, გოლის გატანისა და მოგების შესაძლებლობა, თუმცა, შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულა.

ექვსი ტურის შემდეგ ბომბარდირთა დავაში 7  გატანილი გოლით კვლავ, „ნიკეს“ ფეხბურთელი, ჯოშგუნა ალიევა ლიდერობს. 5 გოლო კი, ერთბაშად, რამდენიმე ფეხბურთელს აქვს გატანილი.

ქალთა ლიგის მომდევნო, მეექვსე ტური 26 მაისს არის დაგეგმილი.

სატურნირო ცხრილი და მომდევნო ტურის კალენდარი, იხილეთ ბმულზე.