შენგელიას 9 ქულა და ცსკა VTB-ლიგის ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა

0
3

თორნიკე შენგელიას ცსკა VTB-ლიგის ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდის 27 ქულის მიუხედავად, სანკტ-პეტერბურგის “ზენიტმა” არმიელებს წინა შეხვედრა 2 ოვერტაიმში მოუგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. მორიგი, სერიის მე-3 შეხვედრა მოსკოვში გაიმართა და მასპინძელი არმიელების გამარჯვებით – 96:82 დასრულდა.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 24:14 წუთში 9 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 9 ორქულიანიდან 4 ჩააგდო, ააცილა 1 სამქულიანი და ორიდან 1 საჯარიმო ჩააგდო. გამარჯვებულთა შორის ბომბარდირი უილიამ კლაიბერნი გახდა – 24 ქულა. სერიაში ცსკა 2:1 იგებს და მომდევნო მატჩს 24 მაისს უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში შენგელიას გუნდი ფინალში გავა, არადა, სერიის გადამწყვეტ შეხვედრას სანკტ-პეტერბურგი 3 ივნისს უმასპინძლებს.