„ვულვზს“ ახალი მწვრთნელის მოძებნა მოუწევს

0
6

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ნუნუ ესპირიტუ სანტუ „ვულვერჰემპტონის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს.

ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, პორტუგალიელი სპეციალისტისტისთვის პრემიერ ლიგიდ დასკვნით ტურში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩი „ვულვზის“ თავკაცისთვის ბოლო იქნება.

ნუნუ ესპირიტუ სანტუ „ვულვზს“ 2017 წლიდან წვრთნიდა და 2017-2018 წლების სეზონში პრემიერ ლიგაში გადაიყვანა.

მისი ხელმძღვანელობით გუნდის მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგი პრემიერ ლიგაში მე-7 ადგილი და ევროპა ლიგაში თამაში იყო.

47 წლის მწვრთნელი ინგლისში გადაბარგებამდე პორტუგალიის „რიუ ავესა“ და „პორტუს“, ასევე ესპანეთის „ვალენსიას“ უძღვებოდა.