„სოჩის“ პრეზიდენტი: „კვარაცხელია სამ საუკეთესოშია“

0
9

საფეხბურთო კლუბ „სოჩის“ პრეზიდენტმა ბორის როტენბერგმა sport-express.ru-სთან ინტერვიუში ყაზანის „რუბინის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, რუსეთის პრემიერ ლიგაში გასული სეზონის სამ საუკეთესო ფეხბურთელში დაასახელა.

-თქვენი აზრით რუსეთის პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშე ვინაა?

ბორის როტენბერგი: „გულწრფელად გეტყვით, რომ ამის შესახებ არ მიფიქრია. „ზენიტში“ ძალიან ბევრი ძლიერი ფეხბურთელი თამაშობს, მაგრამ მე სამ ახალგაზრდას გამოვარჩევ: არსენ ზახარიანს, ხვიჩა კვარაცხელიას და ვიაჩესლავ გრულიოვს. მომავალი მათია.

ისინი ევროპული დონის ფეხბურთს თამაშობენ. მათ დრიბლინგი და დაყენებული დარტყმა აქვთ. ისინი არასტანდარტული მოქმედებებისთვის მზად არიან. ერთი სიტყვით არაორდინელურები არიან.

ნებისმიერი სპორტსმენი უმაღლეს შედეგს აღწევს, როდესაც ისეთ რამეს აკეთებს, რის გამეორებაც მის ბევრ კონკურენტს არ შეუძლია. ბევრს უბრალოდ ამის ნიჭი არ აქვს“.