ბენზემა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

0
3

ფრანგული ჟურნალის Onze Mondial-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, 2020-2021 წლების სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კარი ბნეზემა გახდა.

33 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა გამოკითხულთა ხმების 47,3% მიიღო და მან „ბარსელონას“ არგენტინელ კაპიტან ლიონელ მესის (20,1%) გარდა, მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის (11,3%) აჯობა.

მიმდინარე სეზონში ბენზემამ „რეალის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.

ის 6-წლიანი პაუზის შემდეგ დიდიე დეშამმა საფრანგეთის ეროვნული ნაკრებში ევრო-2020-ისთვის გამოიძახა.