სიჭინავა „რუხში“ ითამაშებს

0
7

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ნიკა სიჭინავა შესაძლოა ლვოვის „რუხის“ პირველი ახალწვეული გახდეს.

sport.24tv.ua იუწყება, რომ 26 წლის ფეხბურთელი და კლუბი კონტაქტის პირობებზე უკვე შეთანხდნენ, ხოლო „რუხი ქართველის დამატების შესახებ უახლოეს ხანში განაცხადებს.

სიჭინავამ 2020-2021 წლების სეზონში „ინგულეცში“ ჩატარებულ 22 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

ის „ინგულეცში“ 2016-2017 წლების სეზონიდან გამოდიოდა, ხოლო კლუბთან ხელშეკრულების დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა.

მას საქართველოში ფოთის „კოლხეთსა“ და თბილისის „ვიტ ჯორჯიაში“ უთამაშია.