„ვალენსიას“ ბორდალასი გაწვრთნის

0
6

„ვალენსიას“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია.

Carrusel Madrid-ის ჟურნალისტ ანტონიო სომბრანოს ინფორმაციით, ვალენსიელებს მომავალი სეზონიდან ხოსე ბორდალასი გაწვრთნის, რომელიც ამჟამად „ხეტაფეს“ თავკაცია.

„ვალენსიამ“ 3 მაისს მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ხავი გრასია დაითხოვა და გუნდს დროებით სალვადორ გონსალეს ვორო ავარჯიშებს.

ბორდალასი „ხეტაფეს“ თავკაცის რანგში ბოლო მატჩს 23 მაისს „გრანადასთან“ ჩაატარებს, რის შემდეგ, 57 წლის სპეციალისტი „ვალენსიასთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ბორდალასი „ხეტაფეს“ 2016 წლიდან ავარჯიშებს და ბოლო ტურამდე გუნდი მე-16 ადგილზეა, ხოლო „ვალენსია“ – მეცამეტეა.