საოცარი შემთხვევა კოპა ლიბერტადორესზე – პერესი კარში ჩაგდა და საუკეთესო გახდა

0
7

კოპა ლიბერტადორესის ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩში „რივერ პლეიტმა“ კოლუმბიის „სანტა ფე“ მიიღო და 2:1 გაიმარჯვა.თამაშამდე არგენტინული კლუბის 20 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა და მასპინძლებმა მხოლოდ 11 კაცი შეკრიბეს – თადარიგში ფეხბურთელი არ ჰყოლიათ.

გამომდინარე იქიდაან, რომ „რივერის“ ყველა მეკარე ავად იყო და არც სარეზერვო გუნდიდან დართეს გოლკიპერის დამატების უფლება, კარში ადგილი არგენტინის ეროვნული ნაკრების 35 წლის ექსნახევარმცველმა ენცო პერესმა დაიკავა. მას თავის დროზე ლისაბონის „სპორტინგსა“ და „ვალენსიაშიც“ უთამაშია. სხვათა შორის, პერესს მუხლი აწუხებდა, მაგრამ ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ კარში დგომა შეეძლო.

„სანტა ფემ“ „რივერ პლეიტის“ კარში 22-ჯერ დაარტყა და ერთი გოლი გაიტანა, რაც ენცოს ბრალი არ იყო. საბოლოდ კი, ის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.