„საბურთალოს“ დამაჯერებელი გამარჯვება და 1/4-ფინალი

0
6

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალში თბილისის „საბურთალომ“ გორის „დილა“ მიიღო და დამაჯერებლად 3:1 სძლია.

მასპინძლებმა ანგარიში მატჩის პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-4 წუთზე გაიხსნა, როდესაც აკაკი შულაიმ კუთხურიდან ბურთი მეტოქის კარის ახლო ძელთან ჩააწოდა და დაჩი ცნობილაძემ თავით ზუსტად დაარტყა – 1:0.

სამწუხაროდ, პირველ ტაიმში მძიმედ დაშავდა საბურთალოელთა კაპიტანი გიორგი კოხრეიძე, რომელმაც ორთაბრძოლის დროს მარჯვენა მუხლი დაიზიანა და მოედნიდან საკაცით გაიტანეს. შეგახსენებთ, რომ ის ჯვარედინი მყესების გაწყვეტისა და ოპერაციის გაკეთების შემდეგ, გუნდს არცთუ დიდი ხნის წინ დაუბრუნდა.

59-ე წუთზე გიორგი გოჩოლეიშვილმა ბოლომდე იბრძოლა და ანრი ჭიჭინაძეს შეცდომა დააშვებინა, რის შემდეგ პასი კარის წინ მდგომ იური ტაბატაძეს გადააწოდა, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა -2:0.

84-ე წუთზე, გოჩოლეიშვილი პასი შემდეგ ნიკა მალიმ ბურთი ერთი შეხებით გაისწორა და „ცაციათი“ ძლიერად დაარტყა – 3:0.

შეხვედრის მიწურულს მასპინძლების დაცვა ჩავარდა და მეკარესთან პირისპირ გასულმა უსმანე კამარამ ანგარიშში სხვაობა ერთი ბურთით შეამცირა.

წყალტუბოს „სამგურალმა“ სტუმრად დამატებით დროში ბოლნისის „სიონს“ 3:1 აჯობა.

თამაშის 23-ე წუთზე მასპინძლების კარი ლუქმან გილმორმა აიღო, ხოლო 62-ე წუთზე ვარლამ კილასონიამ საპასუხო ბურთი გაიტანა.

108-ე წუთზე შალვა ბურჯანაძემ „სამგურალი“ დააწინაურა, 117-ეზე კი პაპუნა ფონიავამ საბოლოო წერტილი დასვა.

ქობულეთის „შუქურამ“ გასვლაზე თბილისის „შევარდენს“ 2:0 აჯობა – გელა გოგიტიძემ თავი 30-ე წუთზე გამოიჩინა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე „შევარდენი“ გიორგი ჩელებაძემ დაამწუხრა.

1/4-ფინალში გავიდ „გორი“, რომელმაც შინ დუშეთის „არაგვს“ 2:0 მოუგო. გორელებიდან 34-ე წუთზე გოლი შალვა სანაშვილმა გაიტანა, 57ე წუთზე კი, ისმაილ ანკობომ დუშელები კარი მეორედ აიღო.