„ტორპედო“ რუს და ალბანელ ლეგიონერებს დაემშვიდობა

0
7

საფეხბურთო კლუბი ქუთაისის „ტორპედო“ ორმა ლეგიონერმა დატოვა.

ქუთაისელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, კლუბმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტები რუს ნახევარმცველ ფედორ სტუკალოვთან და ალბანელ შუახაზელ ალაიდინ სალაკუსთან გაწყვიტა.

24 წლის სტუკალოვი გუნდს სეზონის წინ შეუერთდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 1 მატჩი ჩაატარა.

26 წლის სალაკუც „ტორპედოში“ ჩემპიონატის დაწყებამდე გადავიდა და 11 შეხვედრა ითამაშა.