მსოფლიო ჩემპიონმა ევრო-2020-ისთვის შემადგენლობა დაასახელა

0
6

მსოფლიო მოქმედი ჩემპიონის საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა იმ 26 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომელთა წაყვანას ზაფხულში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გეგმავს.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დეშამმა შემდეგი მოთამაშეები შეარჩია:
მეკარეებიუგო ლორისი (ტოტენჰემი), მაიკ მენიანი (ლილი), სტივ მანდანდა (მარსელი).
მცველები: ლუკა დინი (ევერტონი), ლეო დიუბუა (ლიონი), ლუკა ერნანდესი, ბენჟამენ პავარი (ორივე ბაიერნი), პრესნელ კიმპემბე (პსჟ), ჟიულ კუნდე (სევილია), კლემან ლანგლე (ბარსელონა), რაფაელ ვარანი (რეალი), კურტ ზუმა (ჩელსი).
ნახევარმცველები: ნგოლო კანტე (ჩელსი), ტომას ლემარი (ატლეტიკო), პოლ პოგბა (მანჩესტერი), ადრიენ რაბიო(იუვენტუსი), მუსა სისოკო (ტოტენჰემი), კორენტენ ტოლისო (ბაიერნი).
თავდამსხმელები: ვისამ ბენ იედერი (მონაკო), ოლივიე ჟირუ (ჩელსი), ქარიმ ბენზემა (რეალი), კინგსლი კომანი (ბაიერნი), უსმან დემბელე, ანტუან გრიზმანი (ორივე ბარსელონა), კილიან მბაპე (პსჟ), მარკუს ტიურამი (გლადბახი).

შეგახსენებთ, რომ 6-წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ გუნდში კარიმ ბენზემა დააბრუნეს.
საფრანგეთი ევრო-2020-ის ფინალურ ეტაპზე F ჯგუფში გერმანიასთან, პორტუგალიასთან და უნგრეთთან ერთად ითამაშებს.