„ლოკომოტივმა“ „თელავს“ სძლია და 1/4-ფინალში გავიდა

0
10

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალში თბილისის „ლოკომოტივმა“ „თელავი“ მიიღო და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა.

მე-8 წუთზე მარჯვნიდან თორნიკე კირკიტაძემ მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ბაშალეიშვილმა თავი ბურთუ უხერხულად მოიგერია, ხოლო კარი წინ მდგომმა ირაკლი სიხარულიძემ თავით ანგარიში გახსნა -1:0.

23-ე წუთზე, დავით სამურკასოვმა მოედნის ცენტრიდან საუცხოო პასი გაუკეთა ულად-ომარ იმრანს, რომელიც სტუმართა საჯარომოში მარცნიდან შეიჭრა და ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა – 2:0.

ხვალ, საქართველოს თასის 1/8-ფინალის კიდევ 4 შეხვედრა ჩატარდება:

ბოლნისის „სიონი“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებს, თბილისის „შევარდენი“ ქობულეთის „შუქურას“ მიიღებს, „გორი“ „არაგვს“ დაუხვდება, ხოლო თბილისში „საბურთალო“ გორის „დილას“ შეხვდება.