დეშამი: „ბენზემას დაბრუნებაზე დიდი ხანი ვიფიქრე“

0
11

დიდიე დეშამის განცხადებით დიდი ხანი იფიქრა, ვიდრე კარიმ ბენზემას საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას გადაწყვეტდა.

„ჩვენ შევხვდით და დიდი ხანი ვისაუბრეთ. ამის შემდეგ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოველივე გავაანალიზე და ამ გადაწყვეტილებამდე მივედი. არ გავამხელ რის შესახებ ვილაპარაკეთ და ეს ჩვენს შორის დარჩება. ეს მეც მჭირდებოდა და კარიმსაც.

სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში სხვადასხვა შემთხვევა ხშირად მქონია, მაგრამ როდესაც საქმეს ჭირდებოდა ჩემს აზრს ყოველთვის გვერდით ვწევდი. საფრანგეთის ნაკრები მე არ მეკუთვნის, მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებელი ვარ მის შიგნით მომხდარზე და ჩემს გაკეთებულ არჩევანზე“ – განაცხადა მსოფლიო მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა.

თავად ბენზემა ეროვნულ ნაკრებში 6-წლიანი პაუზის შემდეგ გამოძახებას თავის ტვიტერის გევრდზე გამოეხმაურა:

„საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნებითა და ნდობით ძალიან ამაყი ვარ. მადლობა ჩემს ოჯახს, მეგობრებს, კლუბს და ყველას ვინც მხარს მიჭერდა“.