ბათუმის „დინამომ“ „ჩიხურა“ გაანადგურა და 1/4-ფინალშია

0
2

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალში ბათუმის „დინამომ“ სტუმრად საჩხერის „ჩიხურა“ 5:0 გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

საჩხერელთა რბევა გაგი მარგველაშვილმა დაიწყო, რომელიც ამჯერად სასტარტოში მოხვდა და ანგარიში პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე გახსნა.

49-ე წუთზე ბათუმელთა მაისურით პირველი გოლი ფრანგმა ფორვარდმა ვამარა სანოგომ გაიტანა, რომელიც სასტარტოში პირველად მოხვდა.

55-ე წუთზე თავი თორნიკე გაფრინდაშვილმა გამოიჩინა, ხოლო 70-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძემ ანგარიშში სხვაობა ოთხ ბურთამდე გაზარდა.

შეხვედრაში წერტილი გიორგი ფანცულაიამ დასვა, რომელმაც თავი 85-ე წუთზე გამოიჩინა.

1/4-ფინალში გავიდა თასის მოქმედი გამარჯვებული „გაგრა“, რომელმაც სტუმრად მინიმალური ანგარიშით მარტვილის „მერანი“ დაამარცხა.

გამარჯვებულთა შემადგენლობაში ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე პენალტიდან ვასილ ხოსიტაშვილმა გაიტანა.

„გარჯი“ გასვლაზე თბილისის „დინამო 2“-ს შეხვდა და 32-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილის მიერ გატანილი ბურთით 1:0 აჯობა.