თორნიკე შენგელიას 17 ქულა და მოგება ნახევარფინალის პირველ მატჩში

0
4

VTB-ლიგის ნახევარფინალური სერია წარმატებით გახსნა თორნიკე შენგელიას ცსკა-მ. არმიელებმა სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” უმასპინძლეს და ქართველ;ი ფორვარდის ლიდერობით 78:73 გაიმარჯვეს. საინტერესოა, რომ ამ სერიაში მოედნის უპირატესობა პეტერბურგელებს ჰქონდათ, რადგან მათ რეგულარულ ჩემპიონატში ცსკა-ზე მაღალი ადგილი დაიკავეს.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 31:36 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა და ერთი პასი მიითვალა. თორნიკემ 14-დან 7 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ოთხჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი მძიმე ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა და ის მოსკოვური კლუბის რიგებში მხოლოდ გერმანელ იოჰანეს ვოიგტმანს (26) ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა ორმაგი დუბლი (13 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი) შეასრულა.
ნახევარფინალური სერია სამ მოგებამდე გრძელდება, მომდევნო მატჩი კი, 19 მაისს, ისევ სანკტ-პეტერბურგში ჩატარდება, თუმცა, მოედნის უპირატესობა უკვე ცსკა-ს მხარესაა.