„სამგურალი“ და მჭედლიშვილი გაიყარნენ

0
5

გიორგი მჭედლიშვილმა წყალტუბოს „სამგურალი“ დატოვა.

წყალტუბოელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 29 წლის მარჯვენა მცველსა და კლუბს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

მჭედლიშვილი „სამგურალს“ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ შეუერთდა და 10 მატჩი ჩაატარა. ის წყალტუბოურ გუნდში ჩარიცხვამდე, 2 სეზონი ლატვიის „ვენტსპილსში“ გამოდიოდა.

მას „სამგურალის“ და „ვენტსპილსის“ გარდა, თბილისის „ლოკომოტივში“, „ვიტ ჯორჯიაში“, თბილისის „დინამოში“, „გურიაში“, „სამტრედიასა“ და ხორვატიის „გორიცაში“ უთამაშია.