როისი ევრო-2020-ზე არ მიდის

0
11

დორტმუნდის „ბორუსიას“ შემტევი ნახევარმცველი მარკო როისი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს გამოტოვებს.

„რთული, მომქანცველი და საბედნიეროდ, წარმატებული სეზონის შემდეგ, იოახიმ ლიოვთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩემთვის ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება არ ღირს. ეს რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან ჩემი ქვეყნის ღირსების დაცვა ყოველთვუს მიხარია.

თუმცა, დაძაბული სეზონის შემდეგ, მინდა ჩემს სხეულს დასვენების საშუალება მივცე. შესვენებას იმისთვის გამოვიყენებ, რომ ახალი სეზონი ახალი ძალებით დავიწყო. ცვენს ნაკრებს ევროპის ჩემპონატზე ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. თითებს გადავაჯვარედინებ და გუნდს ისე ვუგულშემატკივრებ“ – დაწერა როისმა თავისი ინსტაგრამის გვერდზე.

გერმანიის ნაკრების ევრო-2020-ზე F ჯგუფში საფრანგეთს, უნგრეთსა და პორტუგალიას დაუპირისპირდება.