„ლოკომოტივის“ ცენტრალურმა მცველმა სეზონი დაასრულა

0
8

თბილისის „ლოკომოტივის“ ცენტრალურ მცველ სანდრო გურეშიძისთვის სეზონი დასრულდა.

25 წლის ფეხბურთელს მუხლის ჯვარედინი მყესი და მენისკი დაუზიანდა, რის გამო, ოპერაცია გაიკეთა.

გურეშიძე „ლოკომოტივს“ მიმდინარე სეზონში ვერ დაეხმარება, რადგან მისი რეაბილიტაციის პროცესი დიდი ალბათობით მომავალი წლის თებერვლამდე გაგრძელდება.

გურეშიძე „ლოკომოტივში“ 2019 წელს დაბრუნდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 53 მატჩში 1 გოლი გაიტანა.