ბენზემას ნაკრებში აბრუნებენ?

0
4

ქარიმ ბენზემა შესაძლოა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში დააბრუნონ.

ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, „სამფეროვანთა“ მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი 33 წლის ფორვარდს ევრო-2020-ისთვის 26-კაციან განაცხადში შეიყვანს.

ბენზემა საფრანგეთის ნაკრებიდან 2015 წელს იმ მოტივით მოკვეთეს, რომ თითქოს თანამზრახველებთან ერთად თანაგუნდელ მატიე ვალბუენას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებით ემუქრებოდა და თანხას სძალავდა.

თუმცა, მას შემდეგ არაერთი სასამართლო სხდომა გაიმართა, მაგრამ ფეხბურთელს დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდა.

ბენზემამ ნაკრებში 2007-2015 წლებში 81 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა.