ლევან კობიაშვილმა უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტს უხელმძღვანელა

0
14

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, უეფას ფეხბურთის კომიტეტს თავმჯდომარის რანგში უხელმძღვანელა. სხდომა პანდემიის გამო ქვეყნებს შორის გართულებული გადაადგილების გამო ონლაინ რეჟიმში გაიმართა და კომიტეტი 2019 წლის 19 ნოემბრის შემდეგ პირველად შეიკრიბა.

კომიტეტის სხდომას, წევრებთან, თავჯდომარის მოადგილე – ბორისლავ მიხაილოვთან, ასევე პირველ და მეორე ვიცეთავმჯდომარეებთან პაველ ჩებანუსა და ლუიშ ფიგუსთან ერთად უეფას გენერალური მდივნის მოადგილე, ჯორჯო მარკეტი, უეფას ქალთა ფეხბურთის მიმართულების ხელმძღვანელი ნადინ კესლერი და უეფას სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომიტეტის სხდომაზე, ფეხბურთის განვითარების სამომავლო გეგმები განიხილეს, მათ შორის, თამაშის წესების, უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის და და უეფას ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის, ასევე ახალგაზრდული ჩემპიონატების სტრუქტურისა და მიმდინარე წელს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ფეხბურთის კომიტეტის მომდევნო სხდომასთან დაკავშირებით, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ლევან კობიაშვილი უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარედ 2019 წლის მაისში, ოთხი წლის ვადით აირჩიეს.

აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვია. ფეხბურთის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეები: პაველ ჩებანუ (მოლდოვა), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია) და დემეტრიო ალბერტინი (იტალია).

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სულ 19 კომიტეტს და 6 ექსპერტთა საბჭოს აერთიანებს.