სოლდადო ისევ „გრანადასთვის“ შეუტევს

0
5

რობერტო სოლდადო მომავალ სეზონშიც „გრანადას“ ღირსებას დაიცავს.

35 წლის თავდამსხმელს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა და მან ხელშეკრულების 2022 წლის ზაფხულამდე გაფორმება გადაწყვიტა.

ესპანეთის ეროვნული გუნდის ექსფეხბურთელმა, რომელიც „გრანადაში“ 2019 წლიდან თამაშობს, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 42 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

ესპანეთის ლა ლიგის დასკვნითი ტურის წინ, „გრანადა“ 46 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.