ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ბელგიის ფეხბურთელის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ესპანელმა სპეციალისტმა ასეთი არჩევანი გააკეთა:
მეკარეები: კურტუა (რეალი), მინოლე (ბრიუგე), ზელსი (სტრასბურგი).
მცველები: ალდერვეირელდი (ტოტენჰემი), ბოიატა (ჰერტა), დენიაიერი (ლიონი), ვერმაელენი (ვისელ კობე), ვერტონგენი (ბენფიკა), მენიე (დორტმუნდი), კასტანი (ლესტერი).
ნახევარმცველები: დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), დენდონკერი (ვულვზი), კარასკო (ატლეტიკო), პრაიეტი, ტილემანსი (ორივე ლესტერი), შადლი (ისტანბულ ბაშაქშეჰირი), ტორგან აზარი, ვიტსელი (დორტმუნდი), ვანკაკენი (ბრიუგე).
თავდამსხმელები: დოკუ (რენი), ედენ აზარი (რეალი), მერტენსი (ნაპოლი), ტროსარი (ბრაიტონი), ბატშუაი (ჩელსი), ბენტეკე (კრისტალ პალასი), რომელუ ლუკაკუ (ინტერი).
ბელგიის ნაკრები ევრო 2020-ზე B ჯგუფში რუსეთთან, ფინეთთან და დანიასთან ერთად იმყოფება
