მესის მე-300 გოლიანი მატჩი

0
7

„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ ესპანეთის ლა ლიგის 37-ე ტურში შინ „სელტასთან“ (1:2) წაგებულ მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

ამრიგად, 33 წლის არგენტინელმა ესპანეთი ჩემპიონატში 300 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც მოედანი უგოლოდ არ დაუტივებია, რაც ტურნირის არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე მადრიდის „რეალის“ ყოფილი თავდამსხმელი რაულია, რომელმაც ლა ლიგაში გოლი 186 მატჩში გაიტანა.

მესიმ საერთო ჯამში ესპანეთის შიდა პირველობაზე 474 გოლი მიითვალა.