მერებაშვილმა პლოცკის „ვისლა“ დატოვა

0
4

გიორგი მერებაშვილი პლოცკის „ვისლა“ დატოვა, რის შესახებ ქართველმა ფეხბურთელმა თავის ფეისბუქის გვერდზე დაწერა.

34 წლის ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და პლოცკელებმა ახალი ხელშეკრულება არ გაუფორმეს.

მერებაშვილი „ვისლაში“ 2016-2017 წლების სეზონიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 113 მატჩში 26 გოლი გაიტანა. ქართველი პლოცკელთა ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ლეგიონერია.

„ახლა თავს ისე ვგრძნობ, სიტყვებს ვერ ვპოულობ. თუმცა, მადლობა თქვენ სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის. ეს ხუთი წელიწადი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა და დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში ყოველთვის მემახსოვრება. „მენავთობე“ ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები. კიდევ ერთხელ მადლობა და  კარგად იყავით“ – დაწერა მერებაშვილმა.