მანჩინიმ კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა

0
6

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, იუწყება Sky Sport Italia.

56 წლის სპეციალისტმა ახალი ხელშეკრულება 2026 წლამდე გააფორმა. მისი ხელფასი წელიწადში 3 მილიონი ევრო იქნება.

ამრიგად, მანჩინი „სკუადრა აძურას“ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის ბოლომდე უხელმძღვანელებს, რომელიც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება.

ის იტალიელებს 2018 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებს და ევრო-2020-ის საგზური მოაპოვებინა.