„ლეგია“ გვილიას დაემშვიდობა

0
2

ვაკო გვილიას და ვარშავის „ლეგიას“ გზები გაიყარა.

ამის შესახებ პოლონეთის მოქმედი ჩემპიონის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

„კლუბში გატარებული ორი წლის შემდეგ, ვალერიან გვილია ვარშავის „ლეგიას“ ტოვებს.

ქართველმა ნახევარმცველმა ყურადღება 2018-2019 წლების სეზონში ექსტრაკლასაში კარგი თამაშით მიიპყრო.

ის „ლეგიას“ 2019 წლის 1 ივლისს შეუერთდა და სასტარტო შემადგენლობაში ადგილი სწრაფად დაიმკვიდრა. მან ვარშავულ გუნდში პირველი გოლი ჩემპიონატის მეორე ტურში კიელცეს „კორონასთან“ დრამატული მატჩის დამატებით დროში გაიტანა, რომელიც გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

ის როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ ბოლომდე იხარჯებოდა. ვალერიანი სიამოვნებით მონაწილეობდა კლუბის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო აქციებში, ღიმილ;ით ასრულებდა საფეხბურთო და არასაფეხბურთო მოვალეობებს.

თავის პირველ სეზონში მან ყველა ტურნირზე საერთო ჯამში ჩატარებულ 47 მატჩში 11 გოლი გაიტანა, ასევე 9 საგოლე პასი გააკეთა და რაც მთავარია პოლონეთის ჩემპიონის ტიტული მოიგო.

განვლილ სეზონში მან ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიგო – 24-ჯერ ითამაშა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ვაკო მადლობე ყველაფრითსვის რაც ვარშავის „ლეგიასთვის“ გააკეთა და წარმატება კარიერის შემდეგ ეტაპზე“ – იუწყება „ლეგიას“ ვებგვერდი.

პოლონური მედია მანამდეც იუწყებოდა, რომ “ლეგია” გვილიას კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ხელფასი წელიწადში 300000 ევროა იყო და ახალი კონტრაქტის დადების შემთხვევაში მასი 350000 ევრო უნდა მიეღო, ხოლო “ლეგიას” ხელმძღვანელებმა ამ თანხის გადახდა არ ისურვეს.