გოგა ბითაძე პლეი ინში “შარლოტს” შეხვდება

0
3

გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერზმა” კანადაში “ტორონტო რეპტორსს” 125:113 მოუგო, რეგულარული სეზონი 34 მოგებით და 38 წაგებით მეცხრე ადგილზე დაასრულა და პლეი ოფში მოსახვედრად “შარლოტ ჰორნეთს” პლეი ინში დაუპირისპირდება. პირველი მატჩი სამშაბათს ინდიანაში შედგება.
 ტორონტოელთა წინააღმდეგ სათამაშოდ გოგას 11:06 წუთი მისცეს და ქართველმა ცენტრმა 4 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. გოგამ სამიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ორი სამქულიანი ააცილა,  სამჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა და ორჯერ დაჯარიმდა.