„ბარსელონას“ მეკარე ევრო-2020-ს გამოტოვებს

0
26

„ბარსელონას“ გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ევრო-2020-ს გამოტოვებს.

„კლუბის სამედიცინო შტაბთან ერთად გადავწყვიტე, რომ მუხლზე დამატებითი ქირურგიული ჩარევა მჭირდება. გული მწყდება, რომ ევრო -2020-ს გამოვტოვებ და გერმანიის ნაკრებთან ერთად არ ვიქნები.

ბევრი წლის განმავლობაში პირველად ჩემს ქვეყანას სახლიდან ვუგულშემატკივრებ. იმედია, გავიმარჯვებთ.

იმედია, რომ ზაფხულის პაუზის შემდეგ ისევ გულშემატკივრების თანდასწრებით ვითამაშებთ, რაც გვენატრება. მადლობა მხარდაჭერისთვის სეზონის განმავლობაში“ -დაწერა თავის ინსტაგრამზე ტერ შტეგენმა, რომელსაც გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 24-ჯერ უთამაშია.