ქოჩორაშვილმა ისევ „ლევანტეს“ კაპიტანი შეცვალა

0
2

გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში მესამე თამაში ჩაატარა.

37-ე ტურში „ლევანტე“, სადაც ქართველი ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად „ხეტაფეს“ შეხვდა და 1:2 წააგო.

ქოჩორაშვილი თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო და როგორც წინა ტურში „ბარსელონასთან“ მატჩში, ისევ ვალენსიელთა კაპიტანი ანხელ მორალესი შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე 21 წლის ქართველ ფეხბურთელს ლა ლიგაში მოედანზე ამდენი დრო არ გაუტარებია.

აქვე გეტყვით, რომ ქოჩორაშვილმა ამ სეზონში „ლევანტეში“ ესპანეთის თასზე 2 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.