ალისონის გამარჯვების გოლი – ბრაზილიელი „ლივერპულისა“ და პრემიერ ლიგის ისტორიაშია

0
2

ბრაზილიელი მეკარე ალისონი „ლივერპულისა“ და ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა.

36-ე ტურში „მერსისაიდელებმა“ სტუმრად „ვესტ ბრომვიჩი“ 2:1 დაამარცხა, რაც ალისონის უდიდესი დამსახურებაა.

მატჩის ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, „ლივერპულმა“ კუთხური ჩააწოდა და ბრაზილიელმა გოლკიპერმა თავით გამარჯვების გოლი გაიტანა.

ის „ლივერპულის“ ისტორიაში პირველი მეკარეა, რომელმაც ოფიციალურ შეხვედრაში მეტოქის კარი აიღო.

გარდა ამისა, ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში ალისონი პირველი გოლკიპერია, რომელმაც თავი გოლით გაიტანა,

ბრაზილიელი პრემიერ ლიგის (1992 წლიდან ტარდება) ისტორიაში გოლის გამტანი მეექვსე მეკარეა.

მანამდე თავი პეტერ შმეიხელმა (2001), ვრედ ფრიდელმა (2004), პოლ რობინსონმა (2007), ტიმ ჰოვარდმა (2012) და ასმირ ბეგოვიჩმა (2013) გამოიჩინეს.