ლინგარდი და მისი გოლი აპრილში პრემიერ ლიგაში გამოარჩიეს

0
4

ლონდონის „ვესტ ჰემის“ თავდამსხმელი ჯესი ლინგარდი აპრილის თვეში ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

პრემიერ ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე ფეხბურთის სპეციალისტებსა და გულშემატკივრებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში, ლინგარდმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

მან გასულ თვეში ინგლისის პრემიერ ლიგაში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

აქვე გეტყვით, რომ ლინგარდის მიერ „ვულვერჰემპტონის“ კარში გატანილი ბურთი აპრილში პრემიერ ლიგაში საუკეთესოდ აღიარეს.

28 წლის ლინგარდს კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ აკავშირებს და „ვესტ ჰემში“ იჯარით თამაშობს. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 13 მატჩში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო.