„ლესტერმა“ ასოციაციის თასი პირველად მოიგო

0
4

„ლესტერი“ ინგლისის ასოციაციის თასს არსებობის ისტორიაში პირველად დაეუფლა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ბრენდან როჯერსის გაწვრთნილი „ლესტერი“ ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდა, რომელსაც თომას ტუხელი ავარჯიშებს.

„ლესტერმა“ 63-ე წუთზე ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ იური ტილემანსის მიერ გატანილი ეფექტური გოლით გაიმარჯვა.

„ლესტერმა“ ოთხი წაგებული ფინალის შემდეგ, მეხუთე ცდაზე თასი მოიპოვა.

როჯერსმა, რომელიც „ლესტერს“ 2019 წლიდან ავარჯიშებს, გუნდს პირველი ტიტული მოაგებინა.

შეგახსენებთ, რომ „ლესტერმა“ 2015-2016 წლების სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგა მოიგო.

“ჩელსი” ასოციაციის თასის ფინალში ზედიზედ მეორედ დამარცხდა. გასულ სეზონში ლონდონელებმა თანაქალაქელ “არსენალთან” 1:2 წააგეს.

ბოლოს “ჩელსი” ასოციაციის თასს 2018 წელს დაეუფლა, როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედს” 1:0 აჯობა.

სხვათა შორისმ როჯერსმა, რომელსაც ინგლისში “ლესტერის” გარდა”, “სუონსისა” და “ლივერპულში” უმუშავია, პირველი ტიტული მოიგო.

ის “ლესტერში” დანიშვნამდე “სელტიკს” ავარჯიშებდა, რომელსაც შოტლანდიის ჩემპიონობა 3-ჯერ მოაპოვებინა, შოტლანდიის თასი -2-ჯერ, ხოლო ლიგის თასი – 3-ჯერ.