დუგლას კოსტა სამშობლოში ბრუნდება

0
3

ბრაზილიელი გარემარბი დუგლას კოსტა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდება და კონტრაქტს „გრემიოსთან“ გააფორმებს, იუწყება goal.com.

30 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი ტურინის „იუვენტუსთან“ აკავშირებს, ხოლო იჯარით მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობს.

მან მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

„გრემიო“ კოსტას მშობლიური კლუბი, რომელშიც 11 წლის ასაკში ჩაირიცხა და პროფესიონალურ დონეზე დებიუტი სწორედ ამ კლუბში ჰქონდა.

ზაფხულში ბრაზილიელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება და მან ევროპაში დარჩენას, სამშობლოში დაბრუნება არჩია.