დავიდ ლუიზი „არსენალიდან“ მიდის

0
7

ლონდონის „არსენალის“ მცველი დავიდ ლუიზი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბიდან წავა.

theathletic.com-ის ინფორმაციით, ბრაზილიელ ფეხბურთელს ზაფხულში „მეთოფეებთან“ უმთავრდება კონტრაქტი, რომლის გახანგრძლივებას არ აპირებს.

ამჟამად, ლუიზი კუნთის ტრავმას მკურნალობს, რომელიც 2021 წლის მარტში მიიღო.

ის „არსენალში“ 2019 წლის აგვისტოში „ჩელსიდან“ 8 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 73 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

34 წლის ლუიზს „ჩელსისა“ და „არსენალის“ გარდა, ევროპაში ლისაბონის „ბენფიკასა“ და პსჟ-ში უთამაშია.