„ატალანტა“ ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მესამედ ითამაშებს

0
3

იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში ბერგამოს „ატალანტამ“ სტუმრად „ჯენოა“ 4:3 დაამარცხა.

ამ სამი ქულის წყალობით ჯან პიერო გასპერინის გაწვრთნილმა გუნდმა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაში გაინაღდა.

სეზონის დასრულებამდე დარჩენილ ერთ ტურში „ატალანტა“ ოთხეულს ქვემოთ ვერ ჩამოქვეითდება და შესაბამისად, ზედიზედ მესამე სეზონი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში ითამაშებს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტურინის „იუვენტუსი“ ბერგამოელებს დაეწია, „ატალანტას“ პირად დაპირისპირებებში უპირატესობა აქვს.