„თელავს“ გიორგი მიქაძე გაწვრთნის

0
5

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის აუტსაიდერ „თელავს“ მიმდინარე სეზონში მწვრთნელი მეორედ შეეცვალა.

თელაველთა პრესსამსხურის ინფორმაციით, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძეა.

იქაძე 1980 წლის 21 მარტს დაიბადა თბილისში და ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ (თამაშობდა თბილისის „დინამოში”, „ლოკომოტივში”, „ზესტაფონში” ) სამწვრთნელო საქმიანობა 2013 წლიდან დაიწყო .

ის „ზესტაფონს”, მარტვილის „მერანს”, საქართველოს 17, 19 და 20-წლამდელთა ნაკრებებს, ხოლო გასულ სეზონში „სამტრედიას“ ავარჯიშებდა.

მიქაძის პირველი ასისტენტი ბესიკ აბულაძე იქნება, რომელიც რევაზ გოცირიძის დათხოვნის შემდეგ, „თელავს“ დროებით ხელმძღვანელობდა.

მის გარდა, მთავარ მწვრთნელს 39 წლის სერგი ორბელაძე დაეხმარება, ხოლო მეკარეების მწვრთნელი 44 წლის ლევან აბაშიძე იქნება.