ჯანო ანანიძე ტრავმირებულია

0
10

ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო. ამის გამო 27 წლის შუახაზელი თბილისის “დინამოს” უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება.
ჯანო ბათუმის “დინამოსთან” წაგებულ მატჩში (0:1) დაშავდა. ანანიძე “ბათუმი არენაზე” გამართულ მატჩში 64-ე წუთიდან ჩაერთო.
ანანიძემ თბილისელთა მიერ “საბურთალოსთან” 4:0 მოგებული შეხვედრა უკვე გამოტოვა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება ჯანო გუნდს.