დეპაის მოთხოვნა – კუმანი „ბარსელონაში“ უნდა დარჩეს

0
3

„ლიონის“ თავდამსხმელი მემფის დეპაი ზაფხულში კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს.

Marca-ს ინფორმაციით, ნიდერლანდელი თავდამსხმელი მზადაა ფინანსური მოთხოვნები შეამციროს თუ კატალონიელთა მთავარ მწვრთნელად რონალდ კუმანი დარჩება, რომელსაც დეპაისთან ერთად ეროვნულ ნაკრებში უმუშავოა.

27 წლის ფეხბურთელს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისს უმთავრდება და „ბარსელონას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

დეპაიმ მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში 35 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.