აგუერო კატალონიური გრანდს შეუთანხმდა

0
1

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელის სერხიო აგუეროს აგენტმა „ბარსელონასთან“ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია, რომ მისი კლიენტი კატალონიურ გრანდთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, იუწყება ესპანური გამოცემა Diario Sport.

32 წლის არგენტინელ ფეხბურთელს „სიტისთან“ კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და კლუბის ხელმძღვანელები მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებენ.

Diario Sport-ი იუწყება, რომ აგუერომ თავისი ფინანსური მოთხოვნები შეამცირა, რათა ოცნება აიხდინოს და თავის მეგობარ ლიონელ მესისთან ერთად ითამაშოს.

აგუერომ, რომელიც „სიტის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია (388 მატჩში 282 გოლი), მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.